კიევის რეგიონში უკრაინელებმა ბაირაქტარის დახმარებით, ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოკუპანტებს საკონტროლო პუნქტი ქონდათ მოწყობილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა საჰაერო ძალებმა მტრის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს",- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.