უკრაინაში რუსი გენერალი, სუხოვეცკი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული, კრემლის პროპაგანდისტული მედიაც ადასტურებს. უკრაინული მხარის თქმით, რუსი გენერალი ჩერნიკოვსკის ოლქში მოკლეს.
მაიორ-გენერალი ანდრეი სუხოვეცკი 41-ე შერეული საბრძოლო დანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სხვა სამხედროებიც ადასტურებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 მარტისთვის უკრაინაში მიმდინარე “სპეციალურ საბრძოლო ოპერაციაში” 489 რუსი სამხედრო დაიღუპა, 1 500 კი დაიჭრა.
უკრაინული მხარე კი აცხადებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული აგრესიის დაწყების დღიდან ამ დრომდე მოკლულია რუსეთის 9166 ჯარისკაცი.