უკრაინაში პოლონეთის საბრძოლო მასალების კოლონა ჩავიდა.
რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ეს პირველი ღია სამხედრო დახმარებაა, რომელიც უკრაინამ მიიღო. საბძოლო მასალების კოლონის უკრაინაში გაგზავნის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა Twitter-ზე დაწერა. მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის საბრძოლო მასალებზეა საუბარი.
„საბრძოლო მასალების კოლონა, რომელიც არის პოლონეთის დონაცია უკრაინისთვის, უკვე ჩავიდა ჩვენს მეზობლებთან. ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით და გამოვხატავთ სოლიდარობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, — დაწერა თავდაცვის მინისტრმა.