გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. სხვა დამატებითი დეტალები კი ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
მათივე ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40 ქართველი მებრძოლია დაღუპული.