უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბერს დაიღუპა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 20 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.