global distribution
გარე ავეჯი
უკრაინის სახალხო დამცველის, ლიუდმილა დენისოვას განცხადებით, “საქართველოს ციხეში არასათანადო მოპყრობის საქმეზე” უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი “ოფიციალურად ცნო დაზარალებულად.
 
დენისოვას სიტყვებით, სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა ეფუძნება “ფიზიკური და მორალური ზიანს”, რომელიც პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს ქართველი სამართალდამცავების არამართლზომიერი ქმედებების შედეგად მიადგა.
 
უკრაინის პროკურატურა ქართველი სამართალდამცავების მხრიდან სააკაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებს.
 
“უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის საქმე ჩემს კონტროლქვეშ რჩება”, — წერს უკრაინის სახალხო დამცველი.
 
სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, მიმდინარე კვირაში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში წერია შემდეგი:
 
“ადამიანის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში”.
 
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
 
ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად 50 დღის მანძილზე შიმშილობდა, რა დროსაც ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს გლდანის ციხის საავადმყოფოში. საბოლოოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.
 
ამჟამად სააკაშვილი კვლავ რუსთავის ციხეში იმყოფება.
 
ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას იძიებს.
1072