საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი ტვ-1-ის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი