
უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო!
საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
25 თებერვალი - თბილისი-ოზურგეთი;
25 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;
25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;
26 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
26 თებერვალი - რიონი- ქუთაისი-რიონი;
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ერთი - საღამოს რეისი 23 თებერვალს - ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებით გაუქმდა.