
გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კერძოდ, გაუქმდა შემდეგი რეისები:
24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი ;
24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;
„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.