ტვ.პირველის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისში მოძალადეებმა სცემეს, გარდაცვლილი იპოვეს.
მისი კოლეგების ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა უტარდება.
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
საინფორმაციო სააგენტო BUSIENSS TIME-ი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.