თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან. რამდენიმე რაიონში გამოცხადებულია ევაკუაცია, დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს, რომლის სიჩქარეც საათში 80 კილომეტრს აღწევს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ხუთი თვითმფრინავი, 15 ვერტმფრენი, 10 სახანძრო მანქანა და სხვა ტექნიკა. გადაკეტილია სტიქიის ზონისკენ მიმავალი რამდენიმე ავტომაგისტრალი.
კარშიაკას რაიონში ცეცხლმა ინდუსტრიულ ზონამდე მიაღწია და რამდენიმე ობიექტზე გავრცელდა, მათ შორის, გადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე მარმარილოს, ხის საწარმოებსა და ავეჯის სახელოსნოებზე.