თურქეთში ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 26 ადამიანი.
როგორც თურქულის მედია იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევა კონია -აქსარაის საავტომობილო გზაზე მოხდა. რუსი ტურისტების ავტობუსი კაბადოკიისკენ მიემართებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მოყინულ გზაზე მართვაზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი თხრილში გადავარდა და ამოტრიალდა.
დაშავებულები კონიასა და სელჩუკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.