დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ზოგ მათგანს ვირუსი ადგილზე დაუდასტრდა, ზოგს კი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ.
"შემთხვევების მატება უკავშირდება თუ არა "დელტა" შტამს, ამას ვერ გეტყვით. მეტ მობილობას, მეტი ადამიანის შემოსვლას უკავშირდება, მათ შორის, "დელტა" შტამთან მიმართებაშიც. გუშინ კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა ჩვენთან. გარდა ამისა, დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტებში ჩვენ დაახლოებით 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და შემდგომ მათი იზოლირების. გაზრდილი მობილობა ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ინფექციის გავრცელების," - განაცხადა გამყრელიძემ.