რეჟისორი შონ პენი, ოსკარს მოუწოდებს, 28 მარტს დაგეგმილ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიონ და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის ოსკარს გაანადგურებს.
"თუ აკადემია გადაწყვეტს, ეს არ გააკეთოს, თუ წამყვანები გადაწყვეტენ, რომ უკრაინას მხარი არ დაუჭირონ, უკრაინას, რომლებსაც ჩვენს ნაცვლად ხვდება ტყვიები და ბომბები, მათ შორის ბავშვებს, მაშინ მგონია, რომ ამ ადამიანების საქციელი იქნება ყველაზე სამარცხვინო ჰოლივუდის მთელს ისტორიაში და თუ ასე მოხდება, დაბრუნებისთანავე მე ჩემს ოსკარს გადავადნობ",-თქვა მან.