რიონის ხეობაში წუხელ ისევ ხმაური იყო. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში განლაგებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებდნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს.
"გადაკეტილი გვაქვს ყველა შესაძლო გზა, საიდანაც შეიძლება მოხვდეს კუთვნილი სპეცტექნიკა ხეობაში და უზრუნველვყოფთ ამ ადგილების ბლოკირებას. თუ ვნახავთ ან დარბევას ან ამ დაპატიმრებების სერიის გაგრძელებას, ბუნებრივია, დავაანონსებთ დიდ აქციას და ამას ექნება გაცილებით დიდი რეზონანსი, ვიდრე აქვს დღეს," - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.