აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა ატარონ ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე. აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს გადასვლა. თუ ვაქცინირებული ხართ, გარეთ პირბადის ტარება საჭირო არ არის. თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებით, სადაც ხალხის დიდი გროვაა, მაშინ პირბადე უნდა გაიკეთოთ. ნებისმიერ სხვა დროს, თუ ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით, გვერდზე გადადეთ თქვენი პირბადე. მისი ტარება არ გჭირდებათ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
28 აპრილს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი გაიდლაინი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ პირებს ღია სივრცეებში პირბადის ტარება აღარ სჭირდებათ.