თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი
ექიმი, ჯანდაცვის ექსპერტი ქეთევან ჩხატარაშვილი თვლის რომ კიდევ ერთ ლოქდაუნს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს და რამდენადაც მისთვის არის ცნობილი არც განიხილება. ამის შესახებ ჩხატარაშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS განუცხადა. 
 
“კიდევ ერთ ლოქდაუნს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს და რამდენადაც ვიცი ლოქდაუნი არც განიხილება. თუ  როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება, ეს დამოკიდებულია სამოქალაქო თვითშეგნების დონეზე, თუ რამდენად დავიცავთ რეგულაციებს”- განაცხადა ჩხატარაშვილმა. 
 
ჩხატარაშვილი თვლის, რომ არსებულ რეალობას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, თუმცა შეიძლება ისე იმართოს სიტუაცია რომ საქმე არ მივიდეს გაძლებამდე. 
 
“თუ გავითვსლისწინებთ , რომ ნოემბერ- დეკემბერში ორჯერ და ორნახევარჯერ მეტი შემთხვევა იყო და სისტემამ გაუძლო ერთბაშად 30 ათას აქტიურ შემთხვევას ,  მაშინ ახლაც გაუძლებს, მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ გაძლებაზე, როცა შეიძლება ისე იმართოს რომ გაძლება არ იყოს საჭირო”- განაცხადა ქეთევან ჩხატარაშვილმა. 
 
მისივე თქმით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ძალიან საეჭვოა, დღეში 15 ათასი ადამიანი აიცრას და წლის ბოლომდე მოსახლეობის 65 % იქნეს აცრილი. 
 
“მოთხოვნა გაიზარდა “მაგალითი -გადამდებიას” პრინციპით და როგორც ბატონმა ამირანმაც ბრძანა, აშკარად გადააჭარბა მიწოდებას. ახლა მთავარია, სასწრაფოდ მოგვარდეს მიწოდების საკითხი რომ წყვეტა არ იყოს. ამ მონაცემებით ძალიან ეჭვი მეპარება რომ დღეში 15 ათასი ადამიანი აიცრას და წლის ბოლომდე 65 % იქნეს ვაქცინირებული.”- განაცხადა ქეთევან ჩხატარაშვილმა. 
 
 
 
1278