თბილისის მერმა, კახა კალაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 13 წლის მოზარდი მოინახულა და აღნიშნა, რომ დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება მის, როგორც ქალაქის მერს პასუხისმგებლობას, კალაძემ თქვა, რომ ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აგებს პასუხს და თავადაც მზად არის პასუხი აგოს თუ დამნაშავეა.
„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, კარგად წარმომიდგენია, რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ, ძალიან შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის. უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ რამე დანაშაული მაქვს, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - თქვა კახა კალაძე.
შეგახსენებთ, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ორი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.