
ნამახვანჰესის წინააღმდეგ , რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლებას დრო ხვაამდე აქვს.
"ხვალ, 12 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო. წამზომი ჩაირთო. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე. იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ეს პროტესტი, არის ის, რომ ჩვენ ყველა აქ უნდა დავრჩეთ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. თუ ხვალ, 12 საათამდე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას. ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას. ”- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.