უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინის ცა არ ჩაიკეტება, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა.
„დღევანდელი დღე საშინლად დაიწყო. რუსული რაკეტები და საჰაერო ბომბები კვლავ მოხვდა ჩვენს ტერიტორიაზე. მხოლოდ ლვოვში მათ 30 რაკეტა ჩამოაგდეს. საერთაშორისო სამშვიდობოების ცენტრის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა კი დაზიანებები მიიღო. ამ პოლოგონზე არ მიმდინარეობდა პროცესები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისთვის რაიმე საფრთხის შექმნა შეეძლო. იქიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში - ნატოს საზღვრები.
შარშან ნატო-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით. დიდხანს ვსაუბრობდი „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტზეც, რომ ეს იყო იარაღი, რომელიც ევროპას დიდ დარტყმას მიაყენებდა. აქაც მართლები აღმოვჩნდით! ახლა ისევ გაგიმეორებთ - თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა", - აღნიშნა ზელენსკიმ.