დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სექტემბერშიც იგივე ეპიდსიტუაცია იქნება რაც , დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა ჩამოვიდა, მაშინ სწავლის განახლების საკითხი დადგება.
„ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის სიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.