„თუკი შეერთებული შტატები ჩემს დასაცავად ნაბიჯს არ გადადგამს, საშინელ სიგნალს გაუგზავნის ყველა პროდასავლურ ლიდერსა და მოსახლეობას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი გამოცემა „ბლუმბერგისთვის“ გაგზავნილ წერილში.
გამოცემის თანახმად, სააკაშვილი ოთხშაბათს, 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში ასევე წერს, რომ ოქტომბერს, არჩევნების წინ, საქართველოში ჩავიდა, რადგან „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს მთავრობის განცხადებების კომბინაციამ დაარწმუნა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.