თუ ყველა ამ საკითხზე არ გავამახვილეთ ყურადღება და თუ არ გავამკაცრეთ დისციპლინა და აღსრულება, მაშინ, რა თქმა უნდა, მესამე ტალღა გვექნება სერიოზული, - ამის სესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. სხვა ინდიკატორებიც უარესდება, მხედველობაში მაქვს დადებითობის მაჩვენებელი, ასევე, რეპროდუქციის ანუ გადამდებლობის ინდექსი. იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვიც ანუ მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე", - ამბობს ამირან გამყრელიზე.