ცოტა ხნის წინ, "ჰამასმა" ისრაელის ცენტრალური ნაწილისკენ ისევ სარაკეტო შეტევა დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელ-ავივში ახლაც სირენების ხმა ისმის და მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
მათივე ინფორმაციით, ისრაელში მუშაობს "რკინის გუმბათი", თუმცა რამდენიმე რაკეტის გაუვნებელყოფა ვერ მოხერხდა და ისინი სხვადასხვა ადგილას ჩამოვარდა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა.