მიწისზვრასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.
შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.
“მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება.” ნათქვამია ინფორმაციაში.