წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარაკლისს აღავლენს.
სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ცერემონიალს ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილების სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში მონაწილეობას იღებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში გუშინ სწორედ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა.