ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.
თავდაპირველად კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა, მიკროფონი ჩაერთო, რათა განცხადება დაესრულებინა, რაზეც თავმჯდომარემ უარი უთხრა და მიზეზად რეგლამენტი დაასახელა.
კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. შენ ხარ შავი ლაქა“.
რის შემდეგაც ოპოზიციონერმა მას შავი საღებავი შეასხა.
ცესკოში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა შეწყდა.