დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს IT სამსახურებმა, რომ პორტალმა იმუშაოს გამართულად.
“წარსული გამოცდილებიდან, ყველაფერი გააკეთეს IT სამსახურებმა, რომ პორტალმა იმუშაოს გამართულად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა პორტალი დღეს განთავსებულია ყველაზე უფრო უსაფრთხო სერვერებზე ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ მან უნდა იმუშაოს ჩვეულებრივად.”- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის , ამის შესახებ გამყრელიძემ Pfizer-ის რეგისტრაციის პორტალის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა. თუმცა რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ საათზე მეტი გავიდა და საიტი ამ დრომდე არ მუშაობს.